STEM eTwinning & STEM კლუბი


  • 🔹

    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში STEM მიმართულებით საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად 15 საპილოტე სკოლა შეარჩია. შერჩეული სკოლებიდან ერთერთია ჩვენი სკოლა. სკოლებს შესაბამისი სასაჩუქრე ნაკრები და პროექტების კომპლექტები გადაეცათ. პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კეთებით სწავლების ხელშეწყობასა და STEM მიმართულების პოპულარიზაციას.

    • სკოლაში შეიქმნა STEM კლუბი.
    • კლუბში გაწევრიანებული არიან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები.
    • კლუბის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ პრობლემებზე ორიენტირებულ პროექტებზე, იმსჯელებენ პრობლემის გადაჭრის შესაძლო ვარიანტებზე, შექმნიან საინტერესო და სასარგებლო მოდელებს.
🔹   15. 06. 2023 - პროგრამა eTwinning-ისა და საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში არსებულ STEM კლუბში, რომელსაც ესწრებოდა დასავლეთ საქართველოდან შერჩეული სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები. შეხვედრას დაესწრო ჩვენი სკოლის STEM კლუბის მოსწავლეები და ხელმძღვანელი მასწავლებლები: ელიზა კუკავა, შორენა გაგუა, ნინო ბერიშვილი. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეების მხრიდან გაზიარებული იყო განხორციელებული პროექტის შედეგები. ასევე, მოსწავლეებისთვის შეთავაზებული იყო ვორკშოპი, რომლის ფარგლებშიც "ჩხირკედელას" ინსტრუქტორების დახმარებით, სხვადასხვა STEM მოდელების შექმნაზე იმუშავეს.










🔹 პროექტი ,,ჭკვიანი ჯოხი უსინათლო ადამიანისთვის'' - მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე '' ჭკვიანი ჯოხი''. მოსწავლეებმა თავდაპირველად ვირტუალური სქემა ააწყვეს პროგრამა Tinkercad-ში, შემდეგ ვირტულაური სქემის მიხედვით რეალურად ააწყვეს სქემა, გამოიყენეს რესურსები : წინაღობა, ულტრაბგერითი სენსორი, შუქდიოდი, პიეზო დინამიკი, სამაკეტო დაფა, მამალ-დედალი ჯამფერები, არდუინო, ელემენტები, არდუინოში ჩაწერეს შესაბამისი კოდი.


🔹  პროექტი ,,გაზის დეტექტორი''. მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე ''გაზის დეტექტორი''.  მოსწავლეებმა თავდაპირველად სქემა ააწყვეს პროგრამა Tinkercad-ში, შემდეგ ვირტულაური სქემის მიხედვით რეალურად ააწყვეს სქემა, გამოიყენეს რესურსები : წინაღობები, გაზის სენსორი, შუქდიოდები, პიეზო დინამიკი, სამაკეტო დაფა, მამალ-დედალი ჯამფერები. არდუინოში ჩაწერეს გაზის დეტექტორის კოდი , პროგრამით აამუშავეს სქემა. 

         პროექტი ,,გაზის დეტექტორი''


🔹  პროექტი ,,შუქნიშანი'' . პროექტის შესაქმნელად მოსწავლეები  გაეცნენ არდუინოს, მისი მუშაობის პრიციპს, როგორ შეიძლება მისი გამოყენებით ვაკონტროლოთ ნებისმიერი ელექტრონული კმპონენტი. შეისწავლეს თუ როგორ ხდება არდუინოში პროგრამის ჩაწერა და გაშვება. გაეცნენ არდუინოს შემავალ-გამომავალ, ციფრულ და ანალოგურ პინებს. 








 🔹  STEM კლუბის ფარგლებში მოსწავლეებმა tinkerkad.com პლატფორმაზე შექმნილი ვირტუალური მარტივი სქემები ააწყვეს რეალურად, გაეცნენ სქემისთვის საჭირო ელექტრონულ რესურსებს , მათ დანიშნულებებს. 



 🔹  მოსწავლეები დარეგისტრირდნენ tincerkad.com  პლატფორმაზე. შეიქმნა მოსწავლეთა კლასი აღნიშნულ პლატფორმაზე, გაეცნენ პლატფორმის მუშაობის პრინციპებს, რესურსებს, მათი გამოყენების წესებს, ააგეს მარტივი ვირტუალური სქემები. გამოიყენეს ვირტუალური რესურსები: ლედ ნათურა, ნათურა, ელემენტი, წინაღობა, ვოლტმეტრი, ჩამრთველი.























No comments:

Post a Comment