სკოლის მოსწავლეებში პროფესიული განვითარების პროგრამა

🔹   2018 წლიდან ჩვენს სკოლაში ტარდება ,,სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა’’ - ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების’’ და ,,რეპორტიორის'' საორიენტაციო კურსები,  რომელსაც ახორციელებს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. 
🔹  საორიენტაციო კურსი შექმნილია  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზისო საფეხურზე მყოფი სკოლის მოსწავლეებისათვის. ის საშუალებას მისცემს მოსწავლეს გაერკვეს პერსონალური კომპიუტერის კომპონენტების შერჩევაში, ოპერაციული სისტემის ტიპებსა და მათ თავისებურებებში, კომპიუტერული ქსელის ორგანიზების ძირითად პრინციპებში. საორიენტაციო კურსის ფარგლებში მოსწავლეები განივითარებენ საოფისე პროგრამებში სკოლებში მიღებულ უნარ-ჩვევებს, ასევე შეისწავლიან ელექტრონულ კომუნიკაციას და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების ტექნიკას. Web 2.0 შესაძლებლობების გამოყენებას. მოსწავლეები კურსის ფარგლებში   პრაქტიკულად განახორციელებენ:
  1. პერსონალური კომპიუტერის აწყობა/განახლებას;
  2. ოპერაციული სისტემის ინსტალაციას;
  3. ქსელური კაბელების აწყობასა და ტესტირებას. კომპიუტერის ქსელში ჩართვის უზრუნველყოფას;
  4. საოფისე პროგრამებთან მუშაობას (Word; Excel: PowerPoint Presentation) ;
  5. ელექტრონულ კომუნიკაციას;
  6. ბლოგის შექმნას და მასზე ინფორმაციის განთავსებას;
  • საორიენტაციო კურსის გავლის შედეგად მიღწეული კომპეტენციებით მოზარდს მიეცემა საფუძველი ცოდნის გაღრმავებისათვის და პროფესიის შემდგომ საფეხურზე დაუფლებისათვის.

აორიენტაციო კურსის მიზანია: 

  1. მოსწავლეს მისცეს საშუალება: ერთის მხრივ გამოსცადოს პროფესიულ აქტივობათა ციკლი, ხოლო მეორე მხრივ ტიპიური სამუშაო რუტინა. ასევე გამოიყენოს სპეციფიკური აღჭურვილობა, ინსტრუმენტები და მასალები პროფესიით განსაზღვრული პროდუქტებისა და შედეგების მიღების მიზნით. 
  2.  მოზარდის შესაძლებლობებისა და მზაობის გათვალისწინებით გაწაფოს იგი კონკრეტული აქტივობების შესრულებაში (კომპიუტერის დაშლა-აწყობა, ვინდოუსის ჩაწერა, კომუნიკაცია ელ.ფოსტით, ბლოგის შექმნა და ა.შ.) , რათა გააფართოვოს მისი შესაძლებლობები, რაც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში და/ან დასაქმების გარკვეულ ადგილას და პირობებში გამოადგება. -
  3. მოზარდს უფრო გაუადვილოს გადაწყვეტილებების მიღება და მომზადებული შეხვდეს ცხოვრების შემდგომ ეტაპს, რაც სასურველი პროფესიის არჩევას უკავშირდება. 
  4.  ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიაში შემავალი კვალიფიკაციების, კარიერული შესაძლებლობებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება; -
  5. მოსწავლეებში ინფორმაციის ტექნოლოგიის სპეციალისტისათვის საჭირო პროფესიულ უნარ-ჩვევების საბაზო დონეზე განვითარება; -
  6. შეასწავლოს სტუდენტს Windows-გარემოში მუშაობის ზოგადი წესები.
  • ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების  კურსებს''  სკოლაში ხელმძღვანელობას ვუწევ მე ( ელიზა კუკავა - სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის სკოლის ტექნოლოგიების პედაგოგი, საინფორმაციო მენეჯერი ). ტრენინგები მიყავს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის ტექნოლოგიების ლექტორს , ბატონ ზაზა კაციას.
  • კურსების ფარგლებში შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სკოლას გადასცა სხვადასხვა  ტექნიკური აღჭურვილობა და სასწავლო მასალა.
  • კურსის ფარგლებში მოსწავლეები ექსკურსიით წავიყვანე  შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდი სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბაზა, ლაბორატორები, ტექნიკური აღჭურვილობები, დაინტერესდნენ პროფესიული პროგრამებით, შეხვდნენ ადგილობრივ წარმომადგენლებს, დაუსვეს  კითხვები პროფესიულ პროგრამებთან და სწავლებასთან დაკავშირებით. 

No comments:

Post a Comment