,,ციფრული სკოლა ''

    

🔹  

2019 წელს ჩართული ვიყავი პროექტში ,,ციფრული სკოლა-საქართველო'' . პროექტში მუშაობა  ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.. ტრენინგები განხორციელდა „დიჯი-სოლთის“ მიერ (ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ციფრული წიგნიერების განვითარება),  ტალინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში წვდომა გვქონდა  „ციფრულ სარკეზე“,   რომლის მიხედვით ფასდება ციფრულად რამდენად მოწიფულია სკოლა. შეფასების ინსტრუმენტები ემყარება სამ კომპონენტს: პედაგოგიკა, ცვლილებების მენეჯმენტი და ტექნოლოგია.  შეფასებაზე დაყრდნობით იგეგმება სტრატეგია.  მეორე ინსტრუმენტი არის ევროკომისიის მიერ განვითარებული ინსტრუმენტი „სელფი“.  მთელი სკოლა – მასწავლებლები, მოსწავლეები, დირექცია აფასებს სკოლის ციფრულ მოწიფულობას, სხვადასხვა მიმართულებით რამდენად იყენებს ტექნოლოგიებს, რა სასწავლო პრაქტიკისთვის იყენებს და სხვ. ,,ციფრული სარკის'' გამოყენებით სკოლაში ჩავატარეთ კვლევა ჩვენი სკოლის ციფრული პოტენციალის აღმოსაჩენად. პროექტის ფარგლებში შევქმენი ბლოგი, სადაც დეტალებშია აღწერილი პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები, კვლევა, კვლევის შედეგი , ანალიზი და ა.შ. 


იხილეთ ბლოგი 👉 https://zugdidis2sajaroskola.blogspot.com/

No comments:

Post a Comment