ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი

 🔹 (2023) 

  • სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე შექმნილია „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“, რომელსაც ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ორგანიზაციის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით. სასკოლო ტექნოლოგიური კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ტექნოლოგიურ კომპანიებთან შეხვედრებში, დასაქმების ბაზრობებზე, კონკურსებსა და ჰაკათონებში, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინოვაციურ ცენტრებში. სკოლაში კლუბი მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. მასში გაერთიანებულია IX- XII კლასის მოსწავლეები . კლუბს ხელმძღვანელობს კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი და საინფორმაციო მენეჯერი ელიზა კუკავა. მიმდინარე 203 წელს სკოლამ აირჩია კურსი „კომპიუტერული გრაფიკა“. კურსის ტრენერია პაატა კილასონია. კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან გრაფიკულ დიზაინს, იმუშავებენ პროგრამა Adobe Illustrator-ში.

სილაბუსი

ფოტოები

ფოტოები 2023 (კომპიუტერული გრაფიკა)

პოსტი facebook-ზე


🔹 

(2022)
  • სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე შეიქმნა „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“, რომელსაც ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ორგანიზაციის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით. საქართველოს მასშტაბით შერჩეულია 31 სკოლა. სასკოლო ტექნოლოგიური კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ტექნოლოგიურ კომპანიებთან შეხვედრებში, დასაქმების ბაზრობებზე, კონკურსებსა და ჰაკათონებში, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინოვაციურ ცენტრებში. სკოლაში კლუბი მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს მასში გაერთიანებულია VIII, IX კლასის 10 მოსწავლე. კლუბს ხელმძღვანელობს კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი და საინფორმაციო მენეჯერი ელიზა კუკავა. სკოლამ აირჩია კურსი „პროგრამირება პითონზე“. კურსს წაიყვანს ტრენერი პაატა კილასონია. კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამირების საფუძვლებს პროგრამირების ენა პითონის გამოყენებით.

სილაბუსი

ფოტოები


  • ევროკავშირის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ფარგლებში 27 აპრილს, ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა ახალგაზრდული ტექნოლოგიური კვირეული პროფესიული უნარების კვირეულის (Skills Week Georgia) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზებას.
  • „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის” წარმატებულმა კურსდამთავრებულმა წარადგინეს საკუთარი პროექტები და ახალი სკოლების მონაწილე მოსწავლეებს, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს კლუბის ფარგლებში მიღებული გამოცდილება;
  • ღონისძიების ფარგლებში „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის” კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით . ჩვენი სკოლიდან სერტიფიკატები გადაეცათ ტექნოლოგიური კლუბის მოსწავლეებს: გიგი მოლაშხია, მამუკა მოლაშხია, ტატა ჭკადუა, ვატო ჭკადუა და ნიკოლოზ გოლანძიას ,,პროგრამირება პითონით'' კურსის წარმატებით დასრულებისთვის.
🤝
„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Ilia State University , საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park, ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.








No comments:

Post a Comment