ჩემ შესახებ


   

მე, ელიზა კუკავა, ვარ პედაგოგი. ვასწავლი ტექნოლოგიებს სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში, ასევე ვარ ამავე სკოლის საინფორმაციო  მენეჯერი. 

1996 წელს დავამთავრე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობით - გამოყენებითი მათემატიკა. 

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა.


  • ​​​​​​​​​​​​2005 წლიდან 2010 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე  ვმუშაობ  სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში, ვარ ტექნოლოგიების პედაგოგი . ამავე სკოლაში 2014 წლიდან დღემდე მაქვს საინფორმაციო მენეჯერის პოზიცია. სკოლაში ორგანიზებას ვუწევ ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ახალი გზების შემუშავებასა და დანერგვას, ვაძლიერებ კომუნიკაციას და ინფორმაციის გაზიარებას სკოლის შიგნით, სხვადასხვა სკოლებს შორის და ასევე გარე სამყაროსთან. ვარ  ინიციატორი ტექნოლოგიებზე  დაფუძნებული სასწავლო ღონისძიებების, დახმარებას ვუწევ კოლეგებს ტექნოლოგიების გამოყენებისას სწავლა-სწავლების პროცესში. ვგეგმავ ისტ-ის განვითარების ინიციატივების სტრატეგიას და ვმართავ პროექტებს.
  • 2010 წლიდან 2012 წლამდე ვმუშაობდი ზუგდიდის პროფესიულ კოლეჯში ,,ცხუმ-ეგრისი'', ვასწავლიდი ტექნოლოგიებს. 
  • 2001 წლიდან  2005 წლამდე ვმუშაობდი არასამთავრებო ორგანიზაცია ,,მანთობში''. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მნათობი''-ს პროგრამის ფარგლებში  დევნილ მოსწავლეებს (X -XII კლასი)  ვასწავლიდი საოფისე პროგრამებს.
  • 1996 წლიდან -1999 წლამდე ვმუშაობდი  ზუგდიდის ინფორმატიკის რეგიონალურ-მეთოდური ცენტრში  ინჟინერ-პროგრამისტად.

  ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია; ტექნოლოგიები მუდმივად განვითარების ეტაპებს გადის, ამიტომ ჩვენ, ტექნოლოგიების პედაგოგები სულ ახლის ძიებაში და სწავლაში ვართ, პროფესია არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. არ უნდა ჩამოვრჩეთ დროს და განვითარებას.

    სკოლა ეს ის ადგილია ჩემთვის, სადაც სულ მინდა სიახლე მივიტანო როგორც ბავშვებთან , ისე კოლეგებთან. ბაშვებთან თანამშრომლობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ისინი ჩემი მეგობრები არიან. მოსწავლეებს  ჩემი საგანი ძალიან უყვართ, რაც ძალიან მახარებს. 

   თავისუფალი დრო ცოტა მაქვს ან საერთოდ არ მრჩება, ასეთ დროს ძალიან მიყვარს ხატვა და მუსიკის მოსმენა, ვხატავ ტილოზე, მუყაოზე, ქსოვილზე, ხეზე. ვხატავ ასევე ციფრულად.

     მყავს მეუღლე და 2 შვილი. 

No comments:

Post a Comment