ინტეგრირებული გაკვეთილები

🔹 CTEL

(სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით).
  • 2021 წელს ჩართული ვიყავი პროგრამა CTEL-ში (სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით).
  • CTEL-ის მეთოდოლოგიის შემსწავლელი ვორკშოპების მიზანია, პროგრამაში ჩართულმა მასწავლებლებმა (სამოქალაქო განათლება, ტექნოლოგიები, ინგლისური ენა)შეისწავლონ და დანერგონ ინტეგრირებული სწავლისა და სწავლების მეთოდები და მიდგომები.
  • პროგრამაში ჩართული  პედაგოგები:

         სამოქალაქო განათლება - ნინო ბარქაია,

         ტექნოლოგიები - ელიზა კუკავა,

         ინგლისური ენა - ინდირა ჭანტურია.

  • აღნიშნული პროგრამის ფარგლებში  ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილები.  
  • ჩემი მიზანი და სამოქმედო გეგმაა , დავნერგო სკოლაში ინტეგრირებული სწავლისა და სწავლების მეთოდები








🔹

06.06.2023 წ.
  • მე და ჩემი კოლეგები ვესტუმრეთ ზუგდიდის რაიონის სოფ. კოკის საჯარო სკოლას, სადაც ჩავატრეთ ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე ,,ბავშვთა უფლებები’’ (სამოქალქაო განათლება ინგლისური ენისა და ტექნოლოგიების გამოყენებით).
  • დღევანდელი ჩვენი გასვლის მიზანი იყო CTEL- პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის, ინტეგრირებული სწავლა-სწავლების მეთოდებისა და მიდგომების დანერგვა სკოლებში.
  • გაკვეთილი ჩავტარეთ მე-7 კლასში, გავიცანით არაჩვეულებრივი ბავშვები, რომლებიც აქტიურად და ინტერესით ჩაერთნენ საგაკვეთილო აქტივობებში. გაკვეთილის ბოლოს Padlet აპლიკაციის გამოყენებით გაგვიზიარეს თავიანთი აზრი ჩატარებულ გაკვეთილზე, რამაც მომცა მეტი მოტივაცია, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად ვითანამშრომლო სხვა სკოლის პედაგოგებთან და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება.
  • პედაგოგები:
ინგლისური ენის მასწავლებელი - ირმა ქადარია
სამოქალაქო - მარინა ქვარაია
ტექნოლოგიები - ელიზა კუკავა.















🔹

27.04.2023
  • ინტეგრირებული გაკვეთილი მე-7 დ კლასში თემაზე ,,ჩვენი კულტურა ჩვენი სიმდიდრეა’’.
  • გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, მათ მნიშვნელობაზე, საფრთხეებზე, რა პრობლემის წინაშე დგას ზოგიერთი კულტურული ძეგლი, რა უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად . ინგლისური ენის ახალი ლექსიკის და ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს პრეზენტაცია , ჩაერთვნენ როლურ თამაშებში (გიდი და ტურისტი).
  • პედაგოგები:
ტექნოლოგიები - ელიზა კუკავა
სამოქალაქოს მასწავლებელი - მარინა ქვარაია
ინგლისური ენის მასწავლებელი - ინდირა ჭანტურია.



🔹

16.12.2022 წ.
  • ინტეგრირებული გაკვეთილი მე-7 გ კლასში თემაზე ,,ბავშვთა უფლებები’’.
  • გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ბავშვთა უფლებებზე და მოვალეობებზე, ჩაერთნენ სახალისო აქტივობებში, ბავშვთა უფლებების კონვენციიდან აირჩიეს სხვადასხვა მუხლი, იმუშავეს ჯგუფებში, შექმნეს პოსტერი ,,ბავშვთა უფლებებზე’’, სადაც გამოიყენეს ინგლისური ენის ახალი ლექსიკა და გრამატიკა.
  • პედაგოგები:
ტექნოლოგიები - ელიზა კუკავა
სამოქალაქოს მასწავლებელი - მარინა ქვარაია
ინგლისური ენის მასწავლებელი - ირმა ქადარია.




























































































No comments:

Post a Comment