პროექტები

💠 2023 წ.

პროექტი ,,გიყვარდეს წყალი, დაიცავი იგი''  

  • 22 მარტი წყლის დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ჩემ სადამრიგებლო კლასში (VIII გ კლასი) განვახორციელე პროექტი ,,გიყვარდეს წყალი, დაიცავი იგი'' .
  • პროექტის მიზანი იყო  უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში.

პროექტის გეგმა

პროექტის მსვლელობა

1)    პრობლემის იდენტიფიცირება და ანალიზი;

აქტივობა 1 : VIII კლასის მოსწავლეებს ვაცნობ  პროექტის თემას, მიზანს და მათთან ერთად გამოვკვეთ პრობლემას (წყლის დაბინძურება, წყლის არარაციონალური გამოყენება, ბუნებაზე მავნებლური ზემოქმედება, კატაკლიზმები და ა.შ..) , ვსაუბრობთ, გამოვთქვამთ  ვარაუდებს, ვადგენთ საჭიროებებს და ვგეგმავთ  სამომავლო აქტივობებს.

2)    საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;

აქტივობა 2: მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციებს, როგორც ელექტრონულად, ასევე სახელმძღვანელოებსა და კლასგარეშე წიგნებში. შეაგროვებენ მასალებს, გადაახარისხებენ და ბუნებისმეტყველების, გეოგრაფიის და ტექნოლოგიის მასწავლებელთან ერთად ისაუბრებენ, მოაწყობენ დისკუსიას სიღრმისეული ცოდნის მისაღებად. 

3)    პროექტის დაგეგმვა და შესაბამის ფორმატში გაწერა.

აქტივობა 3 :  მოსწავლეებთან ერთად დეტალურად გავწერე სამომავლო გეგმა, დავთქვით პროექტის ხანგრძლივობა და დრო, ოფიციალური სახით გამოვკვეთეთ თემა, მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და გავწერეთ აქტივობები. 

4)    პროექტის აქტივობების განხორციელება

 აქტივობა 4 : ვიზიტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალურ ფილიალში ზუგდიდის სერვის ცენტრში და  სოფ. ინგირში, სადაც არის წყლის სადიზინფექციო სისტემები.  ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ წყლის ლაბორატორიულ კვლევით მეთოდებსა და მონიტორინგის ყოველდღიურ პროცესს. ნახეს თუ როგორ მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი ავტომატურ რეჟიმში და როგორ კონტროლდება საათში ერთხელ ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წყლის სატუმბო სადგურები, წლის გამწნმენდი სისტემები, დააკვირდნენ თუ როგორ ხდება ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით.

      აქტივობა 5: მდინარე ჩხოუშიის მიმდებარე ტერიტორიის, სანაპიროს  დასუფთავება.

       პროექტის შეფასება

პროექტით სწავლება მრავალფუნქციური მეთოდია, რომელიც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორცილებასა და ეფექტურ თანამშრომლობას გულისხმობს.

ამგვარი სწავლისას მოსწავლეები დამოუკიდებლად იძიებენ და ითვისებენ ახალ ცოდნას, პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება კომუნიკაციური, თუ დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებაში, გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და პასუხისმგებლობას საკუთარი საქმიანობის მიმართ. მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას.


შეფასების რუბრიკა : პროექტის  მსვლელობისას დავაკვირდები თითოეული მოსწავლის  ჩართულობას, მათ დამოკიდებულებას პროექტისა და მეგობრებისადმი. დროულად მივცემ უკუკავშირს, რომელსაც ექნება განმავითარებელი  ხასიათი.

ფოტო მასალა

 -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

💠 2022 წ. 

პროექტი ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას''

  • 22 აპრილი დედამიწის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ჩემ სადამრიგებლო კლასში განვახორციელე პროექტი სახელწოდებით ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას''. პროექტის შესრულების ეტაპებზე  მოსწავლეებმა აქტიურად გამოიყენეს ტექნოლოგიები და შექმნეს სახალისო, შემოქმედებითი აქტივობები. 




პროექტის გეგმა


პროექტის მსვლელობა

1)    პრობლემის იდენტიფიცირება და ანალიზი;

აქტივობა 1 : VII კლასის მოსწავლეებს ვაცნობ  პროექტის თემას, მიზანს და მათთან ერთად გამოვკვეთ პრობლემას, ვსაუბრობთ, გამოვთქვამთ  ვარაუდებს, ვადგენთ საჭიროებებს და ვგეგმავთ  სამომავლო აქტივობებს.

2)    საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;

აქტივობა 2: მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციებს, როგორც ელექტრონულად, ასევე სახელმძღვანელოებსა და კლასგარეშე წიგნებში. შეაგროვებენ მასალებს, გადაახარისხებენ და ბუნებისმეტყველებისა და ტექნოლოგიის მასწავლებელთან ერთად ისაუბრებენ, მოაწყობენ დისკუსიას სიღრმისეული ცოდნის მისაღებად, რადგან დავგეგმეთ ინფორმაციის საჯაროდ გაცნობას.

 3)    პროექტის დაგეგმვა და შესაბამის ფორმატში გაწერა.

აქტივობა 3 : ბუნებისმეტყველების მასწავლებელთან და მოსწავლეებთან ერთად დეტალურად გავწერეთ სამომავლო გეგმა, დავთქვით პროექტის ხანგრძლივობა და დრო, ოფიციალური სახით გამოვკვეთეთ თემა, მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და გავწერეთ აქტივობები. მასწავლებელი მოსწავლეებს ანაწილებს ჯგუფებად და ეძლევათ კონკრეტული დავალებები და კონსტრუქციული უკუკავშირი.

4)    პროექტის აქტივობების განხორციელება

1)      Power point-ში ანიმაციების მომზადება

აქტივობა 4 : მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ამზადებენ ანიმაციას, რომელიც შეეხება ადამიანების მიერ გარემოს დაბინძურებასა და ამით მოსალოდნელ შედეგებს.

2)     ვიდეორგოლის მომზადება

აქტივობა 5: მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ამზადებენ ვიდეორგოლს, რომელშიც აერთიანებენ ზემოთხსენებულ ანიმაციას, წარუდგენენ თანასკოლელებს, გაუკეთებენ მოცემულ თემას პოპულარიზაციას,  ჩაატარებენ მინი-ლექციას.

3)     სახალისო აქტივობების შექმნა Scratch-ში

აქტივობა 6: მოსწავლეები ქმნიან ალგორითმებს, ამზადებენ ხმოვან თაბახის ფურცლებსა და კედლის გაზეთს, რომლებიც უკავშირდება Makey-Makey ხელსაწყოს და წერენ კოდებს, აწყობენ სქემებს, თაბახის ფურცლებზე წერენ მცდარ და ჭეშმარიტ ინფორმაციას, რომლებიც შეხებაზე რეაგირებს.

4)     პროექტის საბოლოო პროდუქტის წარდგენა

აქტივობა 7: მოსწავლეები მომზადებულ მასალას თავს უყრიან, ინაწილებენ და გეგმავენ გაკვეთილებს. ჯგუფების გარკვეული რაოდენობა ამავე სკოლის მე-3 და მე-4 კლასებთან ჩაატარებენ შემეცნებით და შემოქმედებით გაკვეთილს, რომელიც დატვირთული იქნება პრაქტიკული სამუშაოებით. მოსწავლეები სვამენ შეკითხვებს და იძლევიან კოსტრუქციულ უკუკავშირს. ისინი კედლის გაზეთზე დახატული ხის როლს ირგებენ და მისი ენით ესაუბრებიან მათ ემოციური სიმძაფრისთვის და შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად, რათა უფრო კარგად გაიაზრონ, რას ვუშავებთ ადამიანები ბუნებას და როგორ მოქმედებს  ეს მათზე.  

მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები შთაბეჭდილების წიგნში აკეთებენ კომენტარებს.  ამის პარალელურად ჯგუფების ნაწილი სკოლის ფოიეში ატარებს მინი-ლექციას, რომელსაც ესწრებიან სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები.

განხორციელებული აქტივობების შემდეგ კი სკოლის მოსწავლეები სკოლის ეზოში დარგავენ ხეს-ნაძვს, რომელიც იქნება სიმბოლო გარემოს დაცვისა და მოცემული პროექტის მიზნის მისაღწევისა.

 5)    პროექტის შეფასება

პროექტით სწავლება მრავალფუნქციური მეთოდია, რომელიც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორცილებასა და ეფექტურ თანამშრომლობას გულისხმობს.

ამგვარი სწავლისას მოსწავლეები დამოუკიდებლად იძიებენ და ითვისებენ ახალ ცოდნას, ხოლო მასწავლებლის როლი ძირითადად დაიყვანება ხელშემწყობის (ფასილიტატორის) ფუნქციაზე. პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება კომუნიკაციური, თუ დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებაში, გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და პასუხისმგებლობას საკუთარი საქმიანობის მიმართ. მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას.

 

პროექტის გეგმა

პროექტის ამოცანები და განსახორციელებელი აქტივობები

 

ჩატარების დრო

 

პასუხისმგებელი

 1)   პრობლემის იდენტიფიცირება და ანალიზი

 

01.04.2022

ე. კუკავა

2)   საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი

 

04.04.2022 - 07.04.22

ე. კუკავა

3)    პროექტის დაგეგმვა და შესაბამის ფორმატში გაწერა

 

08.04.2022

ე. კუკავა

4)    პროექტის აქტივობების განხორციელება

 

11.04.2022 - 21.04.2022

ე. კუკავა

5)   პროექტის საბოლოო პროდუქტის წარდგენა

 

22.04.2022

ე. კუკავა

 

6)   პროექტის შეფასება

 

22.04.2022

ე. კუკავა

 

შეფასების რუბრიკა : პროექტის  მსვლელობისას დავაკვირდები თითოეული მოსწავლის  ჩართულობას, მათ დამოკიდებულებას პროექტისა და მეგობრებისადმი. დროულად მივცემ უკუკავშირს, რომელსაც ექნება განმავითარებელი  ხასიათი.

 

პროექტის შეფასების რუბრიკა.

კრიტერიუმები

კარგი

 

საშუალო

დაბალი

 

 

ჩართულობა

აკმაყოფილებს პროექტის მოთხოვნებს, აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში.

სხვისი დახმარებით ერთვება პროექტში, მცირე წვლილი შეაქვს რესურსების მომზადებაში.

უჭირს  დროის მართვა, პასიურად მონაწილეობს რესურსების დამზადებაში.

 

 

თანამშრომლობა

თანამშრომლობს  კლასელებთან ,მონაწილეობას იღებს  საერთო  გადაწყვეტილების  მიღებაში

ნაწილობრივ თანამშრომლობს  კლასელებთან, ნაკლებად ერთვება საერთო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერ თანამშრომლობს კლასელებთან ,არის პასიური

 

 

საიმედოობა

არ აცდენს სამუშაო შეხვედრებსა , ასრულებს  მისთვის  დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად, ყოველთვის მოწესრიგებულია.

უმეტესწილად არ აცდენს შეხვედრებს, ,ნაწილობრივ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

ხშირად აცდენს შეხვედრებს ,არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს

 

პრეზენტაცია

აქტიურადაა ჩართული გაკვეთილის ჩატარებისა და მინი-ლექციის პროცესში

პრეზენტაცია ნაკლებად ეფექტური იყო.

პრეზენტაციით  ვერ მოახდინა ეფექტი აუდიტორიაზე.

 

კლასებში ჩატარებული აქტივობების ვიდეო რგოლი

ანიმაცია PowerPoint-ში

ვიდეო რგოლი

კლასებში ჩატარებული აქტივობები ტექნოლოგიების გამოყენებით

სკოლის ეზოს გამწვანება








No comments:

Post a Comment