გამოცდილების გაზიარება

 🔹 06.06.2023წ.

  • მე და ჩემი კოლეგები (ინგლისური ენის პედაგოგი ირმა ქადარია, სამოქალაქო განათლების პედაგოგი მარინა ქვარაია) ვესტუმრეთ ზუგდიდის რაიონის სოფ. კოკის საჯარო სკოლას, სადაც ჩავატრეთ ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე ,,ბავშვთა უფლებები’’ (სამოქალქაო განათლება ინგლისური ენისა და ტექნოლოგიების გამოყენებით).
  • დღევანდელი ჩვენი გასვლის მიზანი იყო CTEL- პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის, ინტეგრირებული სწავლა-სწავლების მეთოდებისა და მიდგომების დანერგვა სკოლებში.
  • გაკვეთილი ჩავტარეთ მე-7 კლასში, გავიცანით არაჩვეულებრივი ბავშვები, რომლებიც აქტიურად და ინტერესით ჩაერთნენ საგაკვეთილო აქტივობებში. გაკვეთილის ბოლოს Padlet აპლიკაციის გამოყენებით გაგვიზიარეს თავიანთი აზრი ჩატარებულ გაკვეთილზე, რამაც მომცა მეტი მოტივაცია, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად ვითანამშრომლო სხვა სკოლის პედაგოგებთან და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

🔹  07.02,10.02,14.02,17.02 2022წ.

ვიზუალური პროგრამირების ენა Scratch-ში მუშაობის  გამოცდილების გაზიარების მიზნით დავგეგმე კოლეგებთან შეხვედრა, რომლის ორგანიზებაში დამეხმარა ტექნოლოგიების  ქოუჩი, ქალბატონი ჟანა ბელქანია. შეხვედრა ჩავატარე ონლაინ Teams -ის პლატფორმაზე, სულ ჩავატარე 4 შეხვედრა. (7,10, 14, 17 თებერვალი)

  • ​​​​​​​კოლეგებთან შეხვედრის მიზანი იყო ჩემი გამოცდილების გაზიარება ,  პროფესიული უნარ - ჩვევების   გაუმჯობესება,  ურთიერთთანამშრომლობით შედეგების მიღწევა .  მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა.
  • ასეთი შეხვედრები  დაეხმარება მასწავლებელებს დაგეგმონ საინტერესო და სახალისო გაკვეთილები, გაკვეთილზე გამოიყენონ ინოვაციური და საინტერესო აპლიკაციები, პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას  ,  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

ონლაინ შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა

🔹     ჩემი YouTube

  • გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩემი კოლეგებისთვის  შევქმენი YouTube არხი, სადაც ვდებ მოკლე ვიდეო ინსტრუქციებს, ვიდეო ინსტრუქციები მეგზურობას გაუწევს  არა მხოლოდ ტექნოლოგიების პედაგოგებს, არამედ სხვა საგნის პედაგოგებსაც, არხზე განთავსებული ვიდეოებში ახსნილი მაქვს საინტერესო აპლიკაციები, რომლის გაკვეთილზე გამოყენება საგაკვეთილო პროცესს გახდის უფრო საინტერესოს, ინოვაციურს და სახალისოს, გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა. აღნიშნულ ვიდეო ინსტრუქციებს კოლეგები იყენებენ , უგზავნიან მოსწავლეებს შესაბამისი თემის ახსნის დროს, რაც ეხმარება ბავშვებს გაკვეთილის თემის უკეთ ათვისებაში.  ვიდეოების უმრავლესობა ჩაწერილი მაქვს კოლეგების ინტერესებიდან გამომდინარე. 
  • ვიდეოებს ვიყენებ ასევე რესურსად სასწავლო პროცესში.

იხილეთ ჩემი  YouTube არხის ბმული 👇

            Eliza Kukava - ტექნოლოგიები

🔹 13.06. 2022წ.

2021 წელს ჩართული ვიყავი PH INTERNATIONAL - ის პროგრამა CTEL -ში - ,,სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით''. პროგრამა CTEL-ის მეთოდოლოგიის შემსწავლელი ვორკშოპების მიზანია  პროგრამაში ჩართულმა  მასწავლებლებმა (სამოქლაქო, ტექნოლოგიები და ინგლისური) შეისწავლონ და დანერგონ ინტეგრირებული სწავლისა და სწავლების მეთოდები და მიდგომები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოვხვდი ფინალში ტექნოლოგიების მიმართულებით და სხვა რეგიონებიდან ფინალში გადასულ კოლეგბთან ერთად 2022 წლის მაისის თვეში ვიმყოფებოდი გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვესტუმრეთ ჰარვარდის უნივერსიტეტს და ვერმონტის სხვადასხვა სკოლებს, დავაკვირდით საგაკვეთილო სპროცესს, გავეცანით იქაური სწავლების  მეთოდებს, თანამედროვე და ინტერაქტიული სწავლების სტრატეგიებს. ამერიკაში ვიმყოფებოდი 3 კვირის განმავლობაში, იქ ნანახმა სასწავლო გარემომ და სასწავლო პროცესმა, მიდგომებმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, მივიღეთ დიდი გამოცდილება და ცოდნა ინტეგრირებული გაკვეთილების მეთოდებზე. საქრთველოში ჩამოსვლის შემდეგ  დავგეგმე შეხვედრა ონლაინ პლატფორმა Teams-ში და ჩემი გამოცდილება გავუზიარე კოლეგებს, ვუპასუხე მათ შეკითხვებს, გავუზიარე იქ გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა,  გავაცანი ჩემი გეგმა - სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილების დანერგვა თანამედროვე მეთოდებით. შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე.










No comments:

Post a Comment