ხელოვნური ინტელექტის (AI) კლუბი

 🔹  ( 2022 წ.)  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სკოლებისთვის გამოაცხადა  რეგისტრაცია ხელოვნური ინტელექტის კლუბებში გაწევრიანების მიზნით. სულ შერჩეულ იქნა 30 სკოლა, მათ შორის არის ჩვენი სკოლა.

🔹  

ილიას სახელწიფო უნივერსიტეტმა პროექტის ფარგლებში ,,ხელოვნური ინტელექტის კლუბს'' საჩუქრად გადასცა არდუინოს გამოყენებით MIT Media Lab - ის შექმნილი სამი Gismo რობოტი.  აღნიშნულ რობოტებს კლუბის წევრი  მოსწავლეები იყენებენ პრაქტიკული მეცადინეობებისთვის.

🔹

პროექტის მიზანია ამ მიმართულებით მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება და განათლების მიღების ხელშეწყობა. პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 
 

🔹

 ხელოვნური ინტელქტის კლუბში გაწევრიანდა 10 მოსწავლე, კლუბის ფარგლებში შეხვედრები  ტარდება კვირაში ერთხელ. (კლუბის ხელმძღვანელი - ელიზა კუკავა)



🔹 

ხელოვნური ინტელქტის კლუბის კურსის მიზნები
  1. ხელოვნური ინტელექტის სისტემების ძირითადი მექანიზმის გაგება.

ა. კომპიუტერული ალგორითმების მაგალითების გაცნობა და ალგორითმების ყოველდღიურ კონტექსტში განხილვა (მაგალითად: ნამცხვრის გამოცხობა).

ბ. ალგორითმიზაციის სამი ეტაპის ცოდნა: შემავალი მონაცემები (Input), შემავალი მონაცემების ცვლილების ეტაპები და გამომავალი მონაცემები (Output).

გ. ხელოვნური ინტელექტის შესწავლა, როგორც სპეციფიკური ტიპის ალგორითმი, რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან: მონაცემთა სიმრავლე, დასწავლის ალგორითმი და პროგნოზირება.

      1. კონტროლირებადი მანქანური დასწავლის კონტექსტში კლასიფიკაციის პრობლემის გაგება.
      2. კონტროლირებადი მანქანური დასწავლის სიზუსტესა და გამძლეობაზე სატრენინგო მონაცემთა სიმრავლის რაოდენობის გავლენის  გაგება.

დ. ხელოვნული ინტელექტის ყოველდღიურობაში გამოყენების, მისი პროგნოზირების შედეგებისა და ხელოვნულ ინტელექტში გამოყენებადი მონაცემების გაცნობა.


  1. ტექნიკური სისტემების სოციალურ-ტექნიკური სისტემების სახით წარმოდეგნა და შესწავლა.  სოციალურ-ტექნიკური სისტემები არსის შეცნობა და გაგება რომ ის არ წარმოადგენს ინფორმაციის ნეიტრალურ წყაროს არმედ ის ემსახურება პოლიტიკურ დღის წესრიგს.

ა. “ოპტიმიზაციის” ცნების გაგება და ადამიანის როლი  სოციალურ-ტექნიკური სისტემების მიზნების ჩამოყალიბებაში.

ბ. მსჯელობა სოციალურ-ტექნიკური სისტემების მიზნებზე ყოველდღიურ ცხოვრებაში და სარეკლამო მიზნების ჭეშმარიტი მიზნებისგან განსვავება (მაგალითად, YouTube რეკომენდაციის ალგორითმი მიზნად ისახავს კომპანიისთვის მოგების მიღებას, ხოლო ის დარეკლამებულია, როგორც  გასართობი სოციალური სისტემა).

      1. არსებულ სოციალურ-ტექნიკურ სისტემებში განსაზღვრული მიზნის მისაღწევად მახასიათებელი რუკის შექმნა.

გ. კლასიფიკაციის კონტექსტში “ალგორითმული მიკერძოების” (algorithmic bias) განმარტება

      1. სატრენინგო მონაცემების გავლენის გაგება მანქანური დასწავლის სისტემების სიზუსტეზე.
      2. ადამინის ჩართულობა სანტრენინგო მონაცემების შერჩევისას.
      3. სანტრენინგო მონაცემების გავლენის გაგება კონტროლირებადი მანქანური დასწავლის სისტემების შედეგებზე.


  1. სოციალურ-ტექნიკური სისტემის დაინტერესებული მხარეები და სისტემის განსვავებული გავლენები ამ დაინტერესებულ მხარეებზე.

ა. სოციალურ-ტექნიკურ სისტემაში რელევანტური დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება.

ბ. ცალკეული დაინტერესებული მხარეების სოციალურ-ტექნიკური სისტემის შედეგებით დაინტერესების მიზეზები გაგება.

გ. ფასეულობების განსაზღვრა, რომლებსაც ცალკეული დაინტერესებული მხარეები ფლობენ სოციალურ-ტექნიკურ სისტემაში, მაგალითად, რა მიზნები აქვს სისტემას მომხმარებლის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

დ. სოციალურ-ტექნიკური სისტემის ირგვლივ ეთიკის მატრიცის შექმნა.


  1. ხელოვნური ინტელექტისა და დაინტერესებული მხარეების შესახებ მიღებული ცოდნის გამოყენება სოციალურ-ტექნიკური სისტემების რეალური მიზნების დასადგენად.

ა. ეთიკის მატრიცისა და ბერკეტების ანალიზის (leverage analysis) შესწავლა სოციალურ-ტექნიკური სისტემის ახალი მიზნების დასადგენად.

ბ. ხელოვნული ინტელექტის სისტემის მიზნების მისაღწევად სატრენინგო მონაცემთა სიმრავლის განსაზღვრა.

გ. სოციალურ-ტექნიკური სისტემის განსაზღვრული მიზანის ან დაინტერესებული მხარეების ღირებულებების მახასიათებლების განსაზღვრა.


  1.  ტექნოლოგიის გავლენა სამყაროზე.

ა. ტექნოლოგიის მეორეული და მესამეული ეფექტისა და  გარემოებების გაცნობა, რომლებსაც ტექნოლოგია ქმნის სხვადასხვა დაინტერესებული მხარისათვის.


--------------------------------------------------------------------------------------------------------------

🔹
26 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის საელჩოსა და EPAM Georgia-სთან თანამშრომლობით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-9-მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის რობოტების სასკოლო შეჯიბრება გაიმართა. სასკოლო შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ,,ხელოვნური ინტელექტის'' კლუბის ოთხმა მონაწილემ.
🔹
აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს საქართველოში 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.
🤖
შეჯიბრება ჩატარდა სამი მიმართულებით რობოტთა ორ განსხვავებულ კატეგორიაში – mBot და 4WD Smart Robot Car რობოტებისთვის.
🟥
შეჯიბრების 3 მიმართულება მოიცავდა:
🔻
სწორ ხაზზე მოძრაობას-რობოტები ერთმანეთს პირველობისთვის სწორ ხაზზე მოძრაობაში ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებული იყო ის, ვისი რობოტიც პირველი მივიდოდა ფინიშის ხაზთან.
🔻
ზიგზაგზე მოძრაობას- რობოტები ერთმანეთს ზიგზაგის შავი ხაზის გავლაში ეჯიბრებოდნენ, ისე რომ არ გამოეტოვებინათ მონაკვეთი და გამარჯვებული იყო ის ვინც ყველაზე სწრაფად დაასრულებდა მოქმედებას.
🔻
ლაბირინთში მოძრაობას- რობოტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლაბირინთის საწყისი წერტილიდან, ბოლო გასასვლელ წერტილამდე მისვლაში. გამარჯვებული იყო ის გუნდი, რომლის რობოტმაც დროის ყველაზე მცირე მონაკვეთში დაფარა მანძილი.
🔴
შეჯიბრებაში 75 გუნდი იღებდა მონაწილეობას.





































🤖🤖🤖
ჩვენ და ჩვენი რობოტები ვემზადებით შეჯიბრებისთვის👇





კლუბის ფარგლებში ჩატარებული გაკვეთილები, აქტივობები:

კლუბში ჩართულმა მოსწავლეებმა ისწავლეს რა არის კლასიფიკაცია, კონტროლირებადი მანქანური დასწავლა, Teachable Machine ინსტრუმენტის გამოყენებით. გაეცვნენ ხელოვნური ინტელექტის სისტემის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, როგორიცაა ემოციების აღმომჩენი პროგრამული უზრუნველყოფა. წყვილებმა იმუშავეს, რომ ამოეცნოთ სხვადასხვა AI სისტემა YouTube პლატფორმაზე თითოეული სისტემისთვის, სტუდენტებმა განსაზღვრეს რის პროგნოზირებას ცდილობს ალგორითმი და რა მონაცემთა სიმრავლეს იყენებს ის. მოსწავლეებმა ააგეს ეთიკური მატრიცა, რის საფუძველზეც განსაზღვრეს YouTube-ის რეკომენდაციის ალგორითმის მიზანი. ამის შემდეგ სტუდენტებმა შექმნეს YouTube-ის ახალი ვერსიის პროტოტიპი და განსაზღვრეს სისტემის ის მახასიათებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ მათ მიერ დადგენილ დაინტერესებულ მხარეებს. იმუშავეს პროექტზე: "car or cup" , "კატა-ძაღლის კლასიფიკატორი", “Shy Panda”, “Journey to school”და "Face Lock". Smart Robor Car-ის აწყობა, Mixly პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და გაშვება. Mixly ბიბლიოთეკის დამატება, Mixly-ში ბლოკების ჩასმა, დამატება, პროგრამის გაშვება, არდუინოში პროგრამის ჩაწერა, რედაქტირება.































No comments:

Post a Comment