კონკურსები, ოლიმპიადები

  🔹  2024 წელი 

  • 19 იანვარს თბილისში , საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდა კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის პირველი ტური.
  • ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის გუნდმა, რომელშიც მონაწილეობდა 6 მოსწავლე. გუნდის მენტორობას ვუწევ მე. ოლიმპიადის პირველ ტურში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტესტი სამ საგანში: ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა.
  • პირველი ტურის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.
  • STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მორიგი საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზებას, რისთვისაც პროექტი უზრუნველყოფს STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებასა და მონაწილე სკოლების მასწავლებლების გადამზადებას სფეროს ექსპერტების მიერ.

🔹  2022 წელი (დეკემბერი)
  • 26 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრმა ამერიკის საელჩოსა და EPAM Georgia-სთან თანამშრომლობით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის რობოტების სასკოლო შეჯიბრება გამართა. სადაც მონაწილეობას იღებდა ჩვენი სკოლის „ხელოვნური ინტელექტის“ კლუბის ოთხი მოსწავლისაგან დაკომპლექტებული გუნდი.
  • მოსწავლეები კლუბის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში სწავლობდნენ რობოტების აწყობას და მათ დაპროგრამებას.
  • სასკოლო შეჯიბრზე მოსწავლეებმა გაიტანეს რობოტები, რომლებიც ასრულებდნენ დავალებებს: ზიგზაგზე მოძრაობა, ლაბირინთში მოძრაობა და სწორ, შავ ხაზზე მოძრაობა. გვქონდა გარკვეული მოულოდნელობები და სიურპრიზები კონკურსზე, იყო ნერვიულობა, მღელვარება, ამასთანავე მოსწავლეებმა მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება, გაუჩნდათ მეტი ინტერესი რობოტიკის მიმართულებით.













--------------------------------------------------------------------------------------------------------

🔹  2022 წელი (ოქტომბერი)

Nasa Space Apps Challenge ჰაკათონი 
Nasa Space Apps Challenge ჰაკათონში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ასევე ჩართული არიან ,,ხელოვნური ინტელექტის'' და ახალგაზრდულ ტექნოლოგიურ  კლუბში. ჰაკათონში  Nasa-ს წლევანდელ გამოწვევებზე მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს.

2022 წლის ჰაკათონის თემა იყო  "Make Space", რომელიც ნიშნავს, რომ Space Apps არის ყველასთვის!
Nasa Space Apps Challenge 2022 ფარგლებში, 48 საათიანი მუშაობის შემდეგ მონაწილეებმა ჟიურის წინაშე იდეები წარადგინეს.

 ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

🔹  2022 წელი ( ივნისი) 
იდეათონის კონკურსი

29 ივნისს, GITA • Tech Park-ში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრისა და საქართველოს Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი-ის ერთობლივი იდეათონი გაიმართა თემაზე "ციფრული ტრანსფორმაცია- შრომის ბაზარი და განათლება". 

 იდეათონში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის  ,,ხელოვნური ინტელექტის''კლუბის  წევრებმა.  ( კლუბის ხელმძღვანელი  ტექნოლოგიების პედაგოგი - ელიზა კუკავა)
🥇იდეათონის კონკურსში გუნდმა, სადაც ჩვენი სკოლის 3 მოსწავლე მონაწილეობდა პირველი ადგილი დაიკავა. 
🏆გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები. 

🙏 ფორუმის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან USAID, შემოსავლების სამსახური, ალტე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული ბანკი, საჯარო რეესტრი და სხვა 20-მდე პარტნიორი.








---------------------------------------------------------------------------------------------------------------

🔹2021 წელი (დეკემბერი)

Lego რობოტიკის ჰაკათონი

8-19 დეკემბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით (ფაბლაბი), ტექნოპარკში ჩატარდა Lego რობოტიკის ჰაკათონი, სადაც ჩვენი სკოლის  ,,ხელოვნური ინტელექტის'' კლუბის წევრებმა  მიიღეს მონაწილეობა.

Lego რობოტიკის ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა  მოსინჯეს  თავიანთ შესაძლებლობები  პროგრამირების და რობოტების აწყობის მიმართულებით და შეძლეს  გარემოს დაცვის თემატიკის ამოცანებზე მუშაობა LEGO MINDSTORMS Education EV3- ის გამოყენებით.

დასკვნით ეტაპზე გუნდებმა წარადგინეს  შექმნილი რობოტები, რომლებიც შეაფასეს  მოწვეულმა ჟიურის წევრებმა.






---------------------------------------------------------------------------------------------------------------

🔹 2018 წელი (დეკემბერი)

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით სკოლის უფროსკლასელთათვის გამოცხადდა ვიდეო რგოლების კონკურსი „არა ბულინგს“ . სკოლებს შორის შეირჩა 20 საუკეთესო ვიდეო რგოლი, რომლის ჩვენებაც ჩვენება მთავარ პროკურატურაში მოეწყო.

ვიდეორგოლები, სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები, საქართველოში აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველი მაიკლ გრანტი, ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი.

ჩვენი სკოლის XI ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღნიშნულ თემაზე გადაღებული ვიდეო-რგოლი. კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სპეციალური სიგელით და მაისურით.

ხელმძღვანელი -ტექნოლოგიების პედაგოგი  ელიზა კუკავა.

იხილეთ ვიდეო რგოლი 

https://www.facebook.com/100057528792966/videos/1796299457059221



--------------------------------------------------------------------------------------------------------------

🔹 2017 წელი (ოქტომბერი)

კონკურსის ,,დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები’’ ფარგლებში 28 ოქტომბერს ქალქ თბილისში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გამოვლინდა 10 საუკეთესო ვიდეოფილმი. საუკეთესო ვიდეოფილმებს შორის შერჩეულ იქნა ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფილმი ''თავდაჯერებულობა’'

https://www.facebook.com/312049228817592/videos/1576802342342268/

კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ხელმძღვანელი ტექნოლოგიების პედაგოგი ელიზა კუკავა.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

🔹 2017 წელი (ოქტომბერი)

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსის ,,ჩემი ქალაქის სპორტსმენები'' ფარგლებში ჩვენი სკოლის თვითმმართველობის მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეო ფილმი.

ხელმძღვანელი ტექნოლოგიების პედგაოგი  ელიზა კუკავა.

ფილმმა აიღო პირველი ადგილი.

მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებელს გადაეცათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.

იხილეთ ვიდეო

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

🔹 2016 წელი (ნოემბერი)

,,ინტერვიუების/რეპორტაჟების კონკურსი''-ს ფარგლებში ჩვენი სკოლის Ixა და IX ბ კლასის მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეო-რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა სწრაფ კვებას, მის მავნებლობას.

ხელმძღვანელი: ბიოლოგია - ნინო ბერიშვილი, ტექნოლოგიები - ელიზა კუკავა.

იხილეთ ვიდეო რგოლი 

https://www.facebook.com/100057528792966/videos/1241717385850767

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

🔹 2016 წელი (დეკემბერი)

 დემოკრატიის ლაბორატორიის მიერ გამოცხადდა ვიდეო რგოლების კონკურსი, რომლის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში  სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება და  საქართველოს კონსტიტუციის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულ კონკურსში  მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა. შექმენს ვიდეო რგოლი  ,,მე და კონსტიტუცია''. 

კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს და პედაგოგებს  (სამოქალაქო - მარინა ქვარაია, ტენოლოგიები - ელიზა კუკავა) გადაეცათ სერტიფიკატები.

იხილეთ ვიდეო რგოლი ,,მე და კონსტიტუცია''

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

🔹 2016 წელი (დეკემბერი)

ადამინის უფლებების დაცვის კვირეულთან დაკავშირებით ჩვენი სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეო-რგოლი ,,ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე!''

მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ხელმძღვანელები: ნინო ბერიშვილი, ელიზა კუკავა.

იხილეთ ვიდეო რგოლი ,,ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე!''



No comments:

Post a Comment