კონფერენციები და სემინარები

🔹   27.11. 2023 წ.

2023 წლის 27 ნოემბერს მოწვეული ვიყავი eTwinning-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემაჯამებელ კონფერენციაზე - "ხელოვნური ინტელექტი განათლებაში".
კონფერენციის ფარგლებში აჯილდოვდნენ eTwinning-ში ჩართული წარმატებული სკოლები და მასწავლებლები, ჩატარდა პარალელური სესიები, სადაც განხილული იყო თემები:
  • საკლასო ოთახები დაფებს მიღმა
  • ხელოვნური ინტელექტი განათლებაში
  • ციფრული წიგნიერება და ტექნოლოგიების ეთიკა
  • მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში.
  • ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებითი ძალა
  • დეზინფორმაციის გზამკვლევის გამოყენება საგაკვეთილო პროცეში
  • კიბერუსაფრთხოება სასკოლო გარემოში
  • პანელდისკუსია “ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
eTwinning-ში ჩართულ წარმატებულ სკოლებს შორის დასახელდა ჩვენი სკოლაც (სსიპ მერაბ კოსტავას სახლობის ზუგდიდის N2 საჯარო სკლა).


🔹   26.10-28.10 2023 წ.
გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში ჩატარდა eTwinning-ის სემინარი: „Working with eTwinning - for a sustainable future“. სემინარში მონაწილეობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 50-მდე მასწავლებელი. საქართველოდან სემინარს ვესწრებოდით მე (ელიზა კუკავა - სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა) და ნელი კახუბერაშვილი (სსიპ ვასილ განჯელაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი).
  • სემინარის მიზანი იყო მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
  • სამდღიანი სემინარის ფარგლებში გვქონდა ინტერაქციული სამუშაო შეხვედრები საინტერესო თემებზე, რომლებსაც გერმანელი ამბასადორები უძღვებოდნენ. სემინარის ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობითი პროექტები, რომლებიც განთავსდა ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე.( ESEP)
  • სემინარის განმავლობაში მონაწილეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ არაფორმლურ გარემოში ერთმანეთთან კომუნიკაციის, გამოცდილებისა და საკუთარი ქვეყნის კულტურული ტრადიციების გაზიარების.
სემინარის დასასრულს გადმოგვცეს სერტიფიკატები.


🔹  19.10-21.10  2023წ. 
მონაწილეობა მივიღე eTwinning-ის ფარგლებში ევროპის მასშტაბით დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში ჩავერთე ონლაინ ვორქშოპებში უცხოელ კოლეგებთან ერთად. 
ონლაინ კონფერენციაზე განხილული თემები:
  • ხელოვნების ჩართვა STEM განათლებაში  
  • იმერსიული ტექნოლოგიები და ექსპერიმენტული სწავლება
  • აქტივობები ვირტუალურ საგამოფენო დარბაზში

🔹  31.08.2023წ.  Პროექტის "STEM Twinning" ფარგლებში შემაჯამებელი კონფერენცია ქ.ლაგოდეხში!
მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ვარდისუბნის სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგის ხათუნი ასანიძისა და სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის საჯარო სკოლის პედაგოგის ლია სუთიაშვილის თანამშრომლობით დაიგეგმა პროექტი „STEM-ი 21-ე საუკუნის საწყისი და მომავალია“. პროექტში ჩართული იყო საქართველოს მასშტაბით 13 საჯარო სკოლა, 20 მასწავლებელი და 97 მოსწავლე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის შეთავაზებული იყო სახალისო და შემეცნებითი აქტივობები. აღნიშნულ პროექტში ჩავრთე ჩვენი სკოლაც და ჩემი კლუბის მოსწავლეები.
ა.წ 31 აგვისტოს, ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგის ხათუნი ასანიძის ინიციატივით, სკოლის დირექტორის ქალბატონი მანანა ბახტურიძისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქალბატონ ხათუნა შუშტაკაშვილის მხარდაჭერით ქ. ლაგოდეხში , სასტუმრო „როიალ პალასში“ გაიმართა პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ მასწავლებლის სახლიდან eTwinning-ის პროგრამის ხელმძღვანელი ქ-ნი ხატია მატკავა, საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელი ბ-ნი კახა ჟღენტი და ბატონი ნუგზარ მოსულიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლის დირექტორები, საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციულის ერთეულის ხელმძღვანელი.
კონფერენციაში ჩემი კლუბის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტები, პრეზენტაციები, მაკეტები, რომელთა შესაქმნელად გამოიყენეს eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში გადაცემული STEM რესურსების კომპლექტები.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კეთებით სწავლების ხელშეწყობასა და STEM მიმართულების პოპულარიზაციას. .

🔹  4.07-5.07 2023 წ.
მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა და დირექტორთა 2 დღიანი კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, დათვალიერება. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩემი STEM კლუბის მოსწავლეებმა.მოსწავლეებმა უცხოელ და ადგილობრივ სტუმრებს წარმოუდგინეს მათ მიერ შექმნილი STEM პროექტები: ჭკვიანი ურნა, უსინათლოს ჯოხი და მიწისძვრის სიგნალიზაცია. მოსწავლეებმა ისაუბრეს თითოეული პროექტის დანიშნულებაზე, მუშაობის პრინციპებზე და გამოყენებულ რურსებზე.

🔹  28.07. 2022 წ.

მონაწილეობა მივიღე ზოგადი განალების რეფორმის ფარგლებში ორგანიზებულ  მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაში.

მოხსენებაზე წარვადგინე  ჩემი კომპლექსური დავალება, რომელიც განვახორციელე მე-6 კლასში. 



🔹  7 .07. 2022 წ.
7 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა STEAM კონფერენცია, რომლის მიზანი იყო  საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლების პოპულარიზაცია.

კონფერენცია ჩატარდა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში და მასში მონაწილეობა  მიიღეს  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებმა.

კონფერენცია წარიმართა გამოფენის ფორმატში და მასზე წარმოდგენილი იყო  მოსწავლეების მიერ შექმნილი STEAM პროექტები.

კონფერენციაში ჩვენმა სკოლამაც მიიღო მონაწილეობა, სკოლაში არსებული ტექნოლოგიური კლუბის წევრებმა (VIII კლასის მსწავლეებმა) ჩემი ხელმძღვანელობით წარმოადგინეს 2 პროექტი: ხაზზე მავალი რობოტი და ხელის მოძრაობაზე მორეაგირე ეკრანი. 

კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს და პედაგოგებს გადაეცათ სერტიფიკატები.












🔹  30.06. 2022 წ.
30 ივნისს ჩატარდა სამეგრელო ზემო სვანეთის ტექნოლოგიების მასწავლებელთა ონლაინ კონფერენცია, სადაც ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენს მიერ განხორციელებული კომპლექსური დავალებები.





🔹  24.06-25.06  2022 წ.

24 ივნისს მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიან კონფერენციაში . მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავდა, გამოცდილებების ურთიერთგაზიარებას, ახლ სასწავლო პრაქტიკების დანერგვაზე „ ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესი“ - ში თემატიკაზე მსჯელობას. კონფერენციაზე  კოლეგებს და დამსწრე საზოგადოებას  გავუზიარე ჩემი კომპლექსური დავალება.








🔹  5.06-6.06. 2021 წ.

CTEL პროგრამის ფინალური ონლაინ კონფერენცია. CTEL - (Civic and Tech through English language) ინტეგრირებული სწავლების კურიკულუმი.

პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ის საქართველოს ოფისი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.

პროგრამა CTEL - ის მეთოდოლოგიის შემსწავლელი ვორკშოპების მიზანია, პროგრამაში (,,სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით'') ჩართულმა მასწავლებლებმა შეისწავლონ და დანერგონ ინტეგრირებული სწავლისა და სწავლების მეთოდები და მიდგომები.

პროგრამა CTEL ში ჩვენი სკოლა ჩაერთო  ოქტომბრის თვიდან, პროექტს მონიტორინგს უწევდა ქართველი ინსტრუქტორი - ეკატერინე ტორჩინავა ამერიკელ სპეციალისტთან - სტივენ გომესთან ერთად.

5-6 ივნისს საქართველოს მასშტაბით ჩატარდა CTEL-ის დასკვნითი ონლაინ კონფერენცია, სადაც  მონაწილეობა მივიღე  მომხსენებლად .

პრეზენტაციის თემა - ,,ჩართულობა, მოტივაცია, თავდაჯერებულობა არის სტიმული მოსწავლისთვის რომ იმოქმედოს, ისწავლოს და მიაღწიოს შედეგს’’.













🔹  27.02-28.02  2021 წ.
,, ქი ქონსალთინგის'' ორგანიზებით 2021 წლის 27 და 28 თებერვალს ჩატარდა პედაგოგთა ონლაინ კონფერენცია: "გამოწვევები დისტანციური სწავლების პროცესში"

კონფერენციას ჯამურად, ორივე დღის განმავლობაში ქი ქონსალთინგის განათლების კლუბის 470-მდე პედაგოგი დაესწრო.

ორი დღის განმავლობაში კოლეგებს საინტერესო გამოცდილებას 16 პედაგოგი უზიარებდა.

აღნიშნულ კონფერენციაზე,  კოლეგებს გავუზიარე ჩემი  გამოცდილება შემდეგი მიმართულებით:

,,სირთულე და გადაჭრის გზები დისტანციური სწავლებისას''.






No comments:

Post a Comment