PH International - CTEL

🔹  2021 წელს ჩვენი სკოლიდან მე და ჩემი ორი  კოლეგა ჩავერთეთ PH International-ის პროგრამაში სახელწოდებით ,,სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით'' (CTEL). 

🔹  

პროგრამა CTEL-ის მეთოდოლოგიის შემსწავლელი ვორკშოპების მიზანია, პროგრამაში ჩართულმა მასწავლებლებმა შეისწავლონ და დანერგონ ინტეგრირებული სწავლისა და სწავლების მეთოდები და მიდგომები, რათა შემდგომში სტუდენტებს დემოკრატიული კომპეტენციები , ინგლისური ენა და ტექნოლოგიები გამოცდილებაზე დაყრდნობით შეასწავლონ.

🔹

   პროგრამის ფარგლებში ჩემ კოლეგებთან ერთად ჩავატარე სხვადასხვა მეთოდოლოგიის ინტეგრირებული გაკვეთილები .

🔹  2022 წელს (17.05-01.06) CTEL პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად სამეგრელოს რეგიონიდან შერჩეულ იქნა ჩემი კანდიდატურა და გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში (ბოსტონი, ვერმონტი, ნიუ-იორკი).   პროგრამის მონაწილეებისათვის ვიზიტები მოეწყო ჰარვარდის უნივერსიტეტსა და ვერმონტის შტატის საჯარო სკოლებში. სკოლებში ვაკვირდებოდით მიმდინარე გაკვეთილებს , გვქონდა  დისკუსია  ამერიკელ კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად. 

🔹  გაცვლითი პროგრამის მთავარი მიზანი იყო ინტეგრირებული და გუნდური სწავლების მოდელების ამერიკული გამოცდილების შესწავლა და მისი დანერგვა ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში. ამერიკულ საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესში უპირატესობა ენიჭება გუნდურ სწავლებას, საგანთა ინტეგრირებას, სწავლის პროცესში როლურ თამაშებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. სკოლებში არის დემოკრატიული გარემო, მოსწავლეებს აქვთ სრული თავისუფლება და არჩევანის  შეასძლებლობა, რაც ქმნის  პოზიტიური სასწავლო გარემოს.  სკოლებში დანერგილია რობოტექნიკის, საოჯახო ეკონომიკის, ხელსაქმის შესასწავლი და საველე  გაკვეთილები, რომლებიც მოსწავლეებს ფაქტების დამახსოვრების საშუალებას უფრო უადვილებს, ვიდრე საკლასო ოთახში გამართული სტანდარტული სწავლება. სკოლებში კლასები  სრულად აღჭურვილია    ულტრა  თანამედროვე ტექნიკით, რაც სწავლის ხარისხზე დადებით გავლენას ახდენს. აღსანიშნავია, რომ ყველა სკოლაში არის  თანამედროვედ მოწყობილი ლაბორატორია, კომპიუტერულ-ტექნოლოგიური ოთახი, მუსიკალური ინსტრუმენტებით სავსე კაბინეტი და რამდენიმე სხვადასხვა, სპორტისთვის განკუთვნილი, მოედანი, დიდი ბიბლიოთეკა და კაფეტერია. ასევე, მასწავლებლებისთვის ცალკე სამუშაო სივრცეებია მოწყობილი, სადაც მასწავლებლები გუნდური თანასწავლებისა და საგანთა ინტეგრაციის მიზნით ყოველ მეორე დღეს ხვდებიან და გეგმავენ მომდევნო გაკვეთილს. სკოლის ეს სტრუქტურა ყველგან დაცულია.            ამერიკის სკოლებში ნანახმა სასწავლო პროცესმა და გარემომ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომცა მოტივაცია იმისა, რომ მიღებული გამოცდილება და  სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები დავნერგო სკოლაში, ჩემ კოლეგებთან ერთად ჩავატარო ინტეგრირებული საინტერესო , შემოქმედებითი და პროდუქტიული გაკვეთილები.




























































































No comments:

Post a Comment