eTwinning პროექტები

💠2023

პროექტი - ''STEM FOR LIFE''

  • პროექტის შესახებ - ეს არის STEM პროექტი, რომელიც დაკავშირებულია მდგრადი განვითარების მიზნბეთან და მოიცავს 21-ე საუკუნის მიზნებსა და უნარებს.
  • პროექტის მიზანი - მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაღვივება, XXI საუკუნის უნარ - ჩვევების განვითარება, როგორიცაა: ცნობისმოყვარეობა, ლიდერობა, მეწარმეობა, თანამშრომლობა, შემოქმმედებითი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის გზების ძიება, გადაწყვეტილების მიღება, საჯარო გამოსვლა, ციფრული უნარები. 
  • პროექტში მონაეწილეობდნენ -  საქართველოს, თურქეთის და რუმინეთის სკოლები. (8 თურქი, 2 რუმინელი და 1 ქართველი (მე) მასწავლებელი და სულ 53 მოსწავლე.
  • აქტივობები, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში::
  1. WhatsApp ჯგუფის შექმნა კომუნიკაციისთვის
  2. შეხვედრები Zoom და ESEP პლატფორმებზე
  3. სამოქმედო გეგმის შედგენა, მოვალეობების გადანაწილება
  4. მასწავლებელთა გვერდის შექმნა Padlet პლატფორმაზე
  5. პროექტის ლოგოს და პოსტერის კონკურსი
  6. STEM პროექტების არჩევა ხმათა უმრავლესობით 
  7. STEM პროექტებზე მუშაობა
  8. Web2 ინსტრუმენტების გამოყენება
  9. საფინალო პროდუქტის შექმნა
  10. უკუკავშირი.
  • მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეებს დაწყებითი კლასიდანვე მეტი ინტერესი და მოტივაცია გაუჩნდებათ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, მოსწავლეები გაათვიცნობიერებენ, რომ შესაძლებელია ნარჩენების გონივრულად მართვა, შეძლებენ პრობლემის იდენტიფიცირებას და  ამ პრობლემის გადაჭრის გზების პოვნას, განუვითარდებათ ლიდერობის, მეწარმეობის, გადაწყვეტილების მიღების, შემოქმედებითი და კრიტკული უნარები.  

No comments:

Post a Comment